რუსთავში კაცი მუქარის გამო დააკავეს

2024-04-20 20:32:30

რუსთავში კაცი მუქარის გამო დააკავეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ლეონიძის ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ ბინაში, 40 წლამდე კაცმა ყოფილ ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ქალმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.