წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება

2024-04-20 18:48:43

წითელი ხიდიდან-სარფამდე გადაადგილების დრო განახევრდება. ამის შესახებ ინფრომაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კერძოდ, მათი ცნობით, რიკოთის გზის დასრულების შემდეგ წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას დასჭირდება 4-4.5 სათი, მაშინ როცა ახლა გადაადგილებისთვის 8 საათია საჭირო.

დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთების დასრულების შემდეგ მიღებული ბენეფიტები.

"რიკოთის გზა ხელს შეუწყობს მსოფლიო რუკაზე საქართველოს როგორც ტრანზიტული ჰაბის მნიშვნელობის გაძლიერებას აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი ბევრად კონკურენტული გახდება, რეგიონში არსებულ სხვა დერეფნებთან მიმართებაში, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ლიდერ ქვეყნად ჩამოყალიბდეს;

მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლება;

საგზაო ქსელის განვითარება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;

სატრანზიტო გადაზიდვებისათვის შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა;

ქვეყანაში ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობა;

აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულების შემდეგ მანძილი შემცირდება 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს განახევრდება;

წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, მშენებლობის დასრულების შემდეგ დასჭირდება 4-4.5 საათი", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.