გაცვლითი პროგრამა გერმანიაში

2024-04-20 18:29:02

ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe" მოხალისეობრივ ვაკანსიას გერმანიაში აცხადებს. მოხალისეობრივი საქმიანობა ძირითადად საველე სამუშაობს შეეხება, რომლებიც ისტორიული პარკებისა თუ ბაღების აღდგენასა და შენარჩუნებას ემსახურება.

პროექტი 2024 წლის აგვისტოში იწყება და 12 თვის განმავლობაში გრძელდება.

სრულად ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.

პროექტში მონაწილეობისთვის მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-დან 27 წლამდე.

განაცხადის შესატანად გააგზავნეთ თქვენი ინგლისურენოვანი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: georgianyouth@gmail.com.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 5 მაისია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.

სხვა პროექტებზე დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მითითებული Facebook გვერდი.