პარლამენტთან ხმაურია

2024-04-16 19:51:33

ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელთან ხმაური.

პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მოქალაქეებს მოუწოდა გადაინაცვლონ შენობის შესასვლელთან, რათა პარლამენტში ვერავინ შევიდეს და გამოვიდეს.

ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც იყო.

პოლიცია ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობს.