სად იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება

2024-04-16 17:46:01

"დღეს რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურა არცთუისე კარგ მდგომარეობაშია", - ამის შესახებ "ინფო რუსთავთან" საურისას ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

ლაცაბიძემ ამ კუთხით არსებულ მიდგომებსა და გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2 მიმართულებით მუშაობს.

"აბსოლუტურად ვეთანხმები მოსახლეობას, დღეს რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურა არცთუისე კარგ მდგომარეობაშია. მოდით, საკითხი გავყოთ ორ ნაწილად. რუსთავის მერია მუშაობს შემდეგი მიმართულებებით, ერთი, როგორიც არის აფხაზეთის, ტაშკენტისა და ხანძთელის ქუჩები, სადაც ვაწყობთ ახალ ინფრასტრუქტურას ან ხდება სრული რეაბილიტაცია. თუმცა, ამის პარალელურად, მეც ყოველდღიურად გადავაადგილდები ქალაქში და ვხედავთ, რომ ნამდვილად მძიმე მდგომარეობაა.

აქედან გამომდინარე, რუსთავის მერიას გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი ორმოული შეკეთებისთვის და უახლოეს პერიოდში, რთულ მონაკვეთებზე, მათ შორის, სანაპიროს ქუჩაზე, მეგობრობის გამზირზე... ნებისმიერ ადგილას, სადაც არის დაზიანებები, შევეცდებით, გარკვეული მონაკვეთების შეკეთება შევძლოთ. პარალელურად, ვიგეგმებით ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის სისტემურ მოწესრიგებაზე", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები