ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში

2024-04-16 14:12:46

ვარკეთილში, ხომლელის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.

ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.