რუსთავში ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა

2024-04-16 00:11:04

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს “ოპელისა” და “მერსედესის” ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.