ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2017-12-17 14:39:28

ავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს. დიდუბის რაიონში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომანქანა ტროტუარის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ის მანქანაში მარტო იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.