ბოლნისში მუზეუმის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა (ფოტოები).

2016-12-15 20:32:57

ბოლნისის ახალი მუზეუმის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა. შესრულებული სამუშაოები დღეს,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძედა ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორთან პაატა ხიზანაშვილთან ერთად დაათვალიერეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების გათვალისწინებით, სპეციალისტები ჩაატარებენ გარემოპირობების მონიტორინგს, მოხდება შენობის ადაპტაცია კოლექციების მისაღებად და მუზეუმის აღჭურვის შემდეგ, მომზადდება ექსპონატები ინსტალაციისთვის.ბოლნისის მუზეუმი იქნება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი.