დღეს ბარბარობაა

2017-12-17 11:45:47

მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, 17დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაული აღინიშნება.

დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. ის შეძლებული დიდგვაროვნის - დიოსკორეს ოჯახში დაიბადა. დიოსკორე ადრე დაქვრივდა და მეუღლისგან ერთადერთი შვილი, ბარბარე დარჩა. მამას ძალიან უყვარდა ქალიშვილი, ამიტომ გადაწყვიტა უცხო თვალისთვის მოერიდებინა, კოშკში გამოკეტა და მისი აღზრდა წარმართ მასწავლებლებს მიანდო. როდესაც ბარბარე კოშკიდან ბუნებას აკვირდებოდა, ხვდებოდა, რომ ასეთი მოწესრიგებული და ლამაზი გარემო, კერპების შექმნილი არ იქნებოდა. ამის შემოქმედი მხოლოდ ერთი, უმაღლესი, უზენაესი ძალა უნდა ყოფილიყო.