ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2024-04-05 20:48:43

ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი 2 ავტომობილი შეეჯახა.

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "მერსედესისა" და "რენაულტის" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.