რუსთავში ნაქირავები მანქანა გაყიდეს

2024-04-05 23:17:08

თაღლითობის ფაქტი რუსთავში.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცმა, ტოიოტას მარკის ავტომობილი, რომელიც ნაქირავები იყო, 8 000 დოლარად მიყიდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

მყიდველმა, მეორე დღეს, ავტომობილის გადაფორმებისას, აღმოაჩინა, რომ ავტომობილი არ იყო იმ პირის საკუთრებაში, ვისგანაც შენაძენი გააკეთა.

დაზარალებულმა ფაქტის შესახებ აცნობა პოლიციას, სამართალდამცავებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 40 წლამდე მამაკაცი, სავარაუდო თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

მომხადრზე მიმდინარეობს გამოძიება.