სუიციდის ფაქტი

2017-12-16 15:05:23

ხულოში მეთორმეტე კლასის მოსწავლე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სუიციდი გახდა. ახალგაზრდა სოფელ ალმაშენში ცხოვრობდა.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. საქმე სსკ-ის 115- მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლის გარეთა ტერიტორიაზე იპოვეს.