რამდენმა ქართველმა მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა

2017-12-16 13:14:34

2003 წლიდან აშშ-ის მოქალაქეობა საქართველოში დაბადებულმა 11 623 ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
2003-2008 წლებში პასპორტს წელიწადში საშუალოდ 500 მოქალაქე იღებდა, 2009-2016 წლებში ეს რიცხვი 1 076-მდე გაიზარდა.

სტატისტიკის თანახმად, აშშ-ის მოქალაქეობა ყველაზე მეტმა ადამიანმა   ნიუ-იორკში მიიღო (3 752 ადამიანი), ამ მხრივ მეორე ადგილზე კი კალიფორნიაა, სადაც 2003-2016 წლებში ამერიკული პასპორტი 2 363 მოქალაქემ აიღო.
აშშ-ის მოქალაქეობა მიღებული 11 623 ქართველიდან 6 683 ქალია, 4 937 კი კაცი.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე