რა ეღირება Scorpions კონცერტის ბილეთები

2024-04-02 12:34:49

Scorpions კონცერტის ბილეთების გაყიდვა 3 აპრილს 10:00-დან დაიწყება.

ინფორმაციას Black Sea Arena არვცელებს.

სხვადასხვა კატეგორიის ბილეთების ფასები: 145, 165, 220, 280, 500 ლარი.

"ბილეთების გაყიდვა ხვალ 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება. BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring-ის ბილეთებს შეიძენთ, TKT.ge-ზე კი ნებისმიერ კატეგორიას ✨
Starring Georgia-ს, თიბისის და Visa-ს თანამშრომლობის ფარგლებში მიიღეთ:

-20% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი Visa სადებეტო ბარათით გადახდისას;
-30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე თიბისი მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით გადახდისას;
-30% VIP კატეგორიის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის და  WM-ის Visa ბარათებით გადახდისას;
-15% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი განაწილებით გადახდისას;
-ფასდაკლება არ მოქმედებს BSA.ge-ზე შეძენის შემთხვევაში;
-ფასდაკლებები მოქმედებს 3 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით",- ნათქვამია განცხადებაში.