ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2024-03-31 18:58:27

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე ერთმანეთს "მერსედესისა" და "ოპელის მარკის" ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები