ხანძარი საცხოვრებელ სახლში

2024-03-31 18:42:34

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბინაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

მეზობლების ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში ავეჯს გაუჩნდა, რის შედეგად ერთმა ადამიანმა დამწვრობა მიიღო.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული და დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველი-მეხანძრეები იმყოფებიან, ხოლო ბინაში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.