შეიძლება თუ არა რუსთავის პარკში დაბადების დღის გადახდა

2024-03-31 14:40:36

ზაფხულის მოახლოებასა და ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად  რუსთავის პარკებსა და სკვერებში ხალხის მატება შეიმჩნევა.

რუსთაველების ნაწილი მათთვის მნიშვნელოვანი დღეების აღსანიშნ ლოკაციად ხშირად იყენებს ქალაქში არსებულ სკვერსა თუ პარკს.

იმისათვის, რომ ცენტრალურ პარკში ან სხვა სკვერში ხელის თხოვნის, სქესის გაგების ღონისძიება ჩაატაროთ ნებართვაა საჭირო.

სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად ნებართვის ასაღებად პირმა ქალაქის მერიას უნდა მიმართოს.

დასასვენებელ სივრცეებში მსგავსი ღონისძიების გამართვის დროს აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის გამოყენება.