ფრაქცია "ქართული ოცნება" იშლება

2017-12-15 21:08:08

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნება", რომელშიც 86 ადამიანია გაწევრიანებული იშლება და მისგან სამი ფრაქცია შეიქმნება. პირველი ფრაქცია იქნება "ქართული ოცნება", რომელსაც უხელმძღვანელებს მამუკა მდინარაძე, მეორე ფრაქციის ხელმძღვანელი ბიძინა გეგიძე იქნება, ხოლო მესამე ფრაქციის ხელმძღვანელი სავარაუდოდ გოჩა ენუქიძე იქნება. "უმრავლესობის შიგნით იქნება ორი ახალი ფრაქცია, მოხდება გადახალისება, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილების დეტალიზაცია არ მომხდარა" - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნება"-ს ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ. საპარლამენტო უმრავლესობაში აქამდე იყო 6 ფრაქცია დაშლის შემდეგ კი გახდება 8 ფრაქცია.