კვარაცხელია ნაპოლი - ატალანტას მატჩს გამოტოვებს

2024-03-29 14:33:14

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩისას მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში "ატალანტასთან" ვერ ითამაშებს - ინფორმაციას "ნაპოლის" პრესსამსახური ავრცელებს.

"სანაკრებო თამაშებიდან დაბრუნების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა მარცხენა ბარძაყის კუნთის კონტრაქტურა. კვარაცხელია ინდივიდუალურად ვარჯიშობს და პარალელურად მკურნალობს. თამაშის სურვილის მიუხედავად, "ნაპოლის" ექიმებმა ამჯობინეს, ფეხბურთელის ჯანმრთელობით არ გაერისკათ და მას "ატალანტასთან" თამაშის უფლება არ მისცეს", - ვკითხულობთ "ნაპოლის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.