ილია II-ის მილოცვას ავრცელებს

2024-03-27 18:20:08

საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მილოცვას ავრცელებს. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოსა და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, ჩვენი მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. მრავალი წლის შემდეგ, ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მთელი ერი მოიცვა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ, ქვეყანა კვლავაც  გამარჯვებებით გაგეხარებინოთ. მამაშვილური სიყვარულით, ილია II.