რუსთავში დიდ ეკრანზე საქართველო-საბერძნეთის მატჩს აჩვენებენ

2024-03-25 20:47:31

26 მარტს საქართველო-საბერძნეთის მატჩის ჩვენება დიდ ეკრანზე რუსთავის ცენტრალურ პარკში ნიჩბოსანთა ბაზაზე გაიმართება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ  26 მარტს დინამოს სტადიონზე 21:00-ზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება.

მოგების შემთხვევაში საქართველო ისტორიაში პირველად შეძლებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშს.