29 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა.

2016-12-15 14:52:18
მარნეულში, საცხოვრებელი ფართის მფლობელი 29 დევნილი ოჯახი გახდა. დევნილებს ახალაშენებულ კორპუსში არსებული ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა გადასცეს. მენაშენეების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში 50 ბინა შეისყიდა. ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართები 29 დევნილ ოჯახზე, კენჭისყრის პრინციპით, განაწილდა. კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილები. 29 ბინიდან 7-ერთოთახიანია, 17-ოროთახიანი და 5-სამოთახიანი. დარჩენილი 21 ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის კი განაცხადების შევსების დამატებითი ეტაპი გამოცხადდება.