რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე საავტომობილო საცობია

2024-03-21 11:37:35

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე საავტომობილო საცობია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მოქალაქეებმა განუცხადეს, ფონიჭალის მონაკვეთზე ავტომობილები ნახევარი საათია გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, გადაადგილების შეფერხების მიზეზი, მსუბუქი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადს არავინ დაშავებულა.