პინცეტი მუცლის ღრუში [Photo]

2017-12-14 13:46:02

ქართველ პაციენტს მუცელში პინცეტი აღმოუჩინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერს.
არსებული ინფორმაციით, გამოკვლევაზე მისული პაციენტის მუცლის ღრუში პინცეტი შემთხვევით დააფიქსირეს. საოპერაციო ინსტრუმენტი, ქალბატონს 25 წლის წინ გაკეთებული ოპერაციის დროს ჩაუტოვეს.

"ეს პინცეტი 25 წელი იყო პაციენტის მუცელში. მარკერი ზომის შედარებისთვის დევს.
ქალს ამზადებდნენ სიმსივნის ოპერაციისთვის. გაუშვეს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე. აპარატი კინაღამ აფეთქდა! იქვე იგრძნო პაციენტმა მწვავე ტკივილი. გაუშვეს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, სადაც გამოჩნდა კიდეც. ინსტრუმენტი ბადექონში იყო გახვეული. 25 წლის წინ ნაღვლის ბუშტი ამოაჭრეს იმ ქალს.
დღეს იპოვა ლაპარასკოპიული ოპერაციისას ჩემმა მეგობარმა, ქირურგმა-გინეკოლოგმა ირაკლი თოდუამ.
" - წერს ნათია ჭკუასელი.