ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

2024-03-18 13:18:32

ბათუმში ავარიას კაცი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.