ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა

2024-03-18 12:27:02

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ქალი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც ავტომობილი შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.