გაეროს გაფრთხილება

2024-03-16 19:35:42

უკანონო ვაჭრობამ და მდინარის ქვიშის გამოყენების სწრაფმა ზრდამ შესაძლოა, 2050 წლისთვის მშენებლობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის დეფიციტი გამოიწვიოს. ასეთია გაეროს გაფრთხილება.

ქვიშის უკანონო მოპოვების თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელია - ის თითქმის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ქვიშის მოპოვებისგან. ანგარიშის თანახმად, თუ მსოფლიო არ შეზღუდავს ქვიშის მოპოვებას, მთელი ეკოსისტემები განადგურების საფრთხის წინაშე დადგება, ხოლო სანაპირო ზონების გასუფთავება გვალვების ზრდას გამოიწვევს. სიტუაციიდან გამოსავალი შესაძლოა, მანქანების გლობალური ფლოტის შემცირება ან პლასტმასის ნარჩენებისგან ბეტონში პროდუქტების დამატება იყოს.

ქვიშის უმეტესობა მშენებლობისთვის შესაფერისი არ არის - წერია გაეროს ანგარიშში.

ქვიშა არის მეორე ყველაზე მოხმარტებადი რესურსი წყლის შემდეგ. მსოფლიოში მისი მრავალი სახეობაა, მაგრამ მათი უმრავლესობა ბეტონის ასაშენებლად შესაფერისი არ არის. შესაბამისად, უდაბნოს ქვიშის უზარმაზარი რეზერვები არ არის სასარგებლო მშენებლობისთვის, რადგან მისი მომრგვალებული მარცვლები გლუვია და კარგად არ ეკვრის ერთმანეთს. ასეთი ქვიშისგან დამზადებული ცემენტის ხსნარი უხარისხოა, ბეტონი კი არასაკმარისად მყარი.

კრიზისის ფონზე, რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ, მათ შორის ინდოეთმა, ვიეტნამმა და კამბოჯამ, შემოიღო აკრძალვა მდინარის ქვიშის მოპოვებაზე. თუმცა, ასეთი ღონისძიებების გვერდითი ეფექტი იყო ქვიშის მიწოდების სირთულეები უმსხვილეს სამშენებლო ბაზრებზე (ჩინეთი და ინდოეთი) და შედეგად, მინერალზე ფასების ზრდა.

გაეროს დასკვნით, ასეთი ტემპით მსოფლიო ქვიშის დეფიციტის წინაშე შესაძლოა, 2050 წლისთვის აღმოჩნდეს.