რუსთავში, აფთიაქში ავტომობილი შევარდა

2024-03-14 12:00:46

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სააფთიაქო ქსელ "ფარმ სახლში" შევარდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მძღოლი მანქანას აჩერებდა, რა დროსაც, სავრაუდოდ, დამუხრუჭება ვეღარ შეძლო და აფთიქის ვიტრინას შეეჯახა. 

შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები