სროლა საცხოვრებელ კორპუსთან

2017-12-13 18:26:54

თბილისში, აბაშიძის 68 ნომერში ცოტა ხნის წინ სროლა იყო. შუახნის მამაკაცი სადარბაზოსთან დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ჭრილობა მიაყენეს. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. სამართალდამცველები სამძებრო ღონისძიებებს ვაკის ტერიტორიაზე ახორციელებენ. საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს: 117-ე მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ხოლო 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.