კაცმა ცოლის დისშვილზე სექსუალურად იძალადა

2024-03-13 11:24:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭრაში შუახნის მამაკაცი ცოლის 15 წლის დისშვილის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე, დააკავეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

შუახნის მამაკაცი უკვე პატიმრობაში იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, გოგონას დეიდამ მას შემდეგ, რაც მომხდარზე შეიტყო, არასრულწლოვან დისშვილზე ფიზიკურად იძალადა, რის გამოც დეიდას მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.