სურსათის უვნებლობამ რუსთავში მაღაზიები დააჯარიმა

2024-03-12 16:20:17

რუსთავში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დეკემბრის თვეში მონიტორინგის დროს 3 ობიექტი დააჯარიმა.

როგორც "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, გასულ თვეში ქალაქის მასშტაბით ინსპექტირება 30 ობიექტში განხორციელდა, დოკუმენტურად შემოწმდა 41 ობიექტი.

ბიზნესოპერატორების დაჯარიმების მიზეზი რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსება და  პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გახდა.

ჯამში, ქვემო ქართლში, ინსპექტირება 86 ობიექტში ჩატარდა, დოკუმენტური შემოწმება 172 -ში, ნიმუშის აღება მოხდა 14 -დან, ხოლო დაჯარიმდა 12 ობიექტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაწესებულებების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებენ.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი მანამ, სანამ ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.