გელათში 21 კრიტიკული კერა გამოვლინდა

2024-03-12 12:43:03

გელათში სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება.

ტაძარში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება.

სპეციალისტებმა შიდა სივრცეში არსებული მდგომარეობის პირველად დასკვნაზე ისაუბრეს.

მათი თქმით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაცია მოხდება. პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხდება.

ამასთან, გაგრძელდება გადახურვის სამუშაოები და მოეწყობა დროებით გადახურვა. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქოს ორგანიზებით ხორციელდება.

დროებითი კომიტეტი გასულ წელს შეიქმნა და ეროვნულ და საერთაშორისო საბჭოებს აერთიანებს.