საავტომობილო გზის შეზღუდვა რუსთავში

2024-03-12 11:54:24

რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, კომპანია "ჯი ვი პი", მეგობრობის გამზირზე, წყალსადენის ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოს იწყებს.

სამუშაოების გამო, დღეს, 14:00 საათიდან, მეგობრობის გამზირის N31-დან რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიამდე, ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.

მიმდინარე სამუშაო არ გამოიწვევს წყალმომარაგების მიწოდების შეზღუდვას.