შეზღუდვა გზაზე

2024-03-11 18:54:29
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი) 2024 წლის 12 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, დაგეგმილია გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები. რის გამოც, აღნიშნულ პერიოდში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132-კმ200 (სურამის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
 დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, გვირაბის დასავლეთის მიმართულებაზე მორიგეობით