ნათესავი ქალის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს

2024-03-11 18:49:52

ნათესავი ქალის მიმართ გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა რამდენიმე თვის წინ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, ამჟამად დაკავებულ კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და ქუჩებში გაატარეს.

მაშინ კაცი დაზარალებულად ცნეს და მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს.