ლარი vs დოლარი

2017-12-12 20:40:28

ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.600 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 2.570 ლარად შეგიძლიათ. კურსი ოდნავ მაღალია კომერციულ ბანკებში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურის შესახებ ინფორმაცია 17 საათის შემდეგ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 1 ამერიკული დოლარი 2.625 ლარი ღირს.