საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს

2017-12-11 14:02:00

გლდანის მეხუთე მიკრორაიონში "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრესფილიალში ერთი შეიარაღებული მამაკაცი შევიდა და ოპერატორებს იარაღის მუქარით თანხა გამოსძალა. რა თანხის წაღება მოახერხა თავდამსხმელმა ამ დროისთვის უცნობია.

მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179- ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.