ჯილდო პედაგოგებს.

2016-10-21 17:38:47

რუსთავის საჯარო სკოლების 50 მდე პედაგოგი დღეს, პროფკავშირებისგან და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დასაჩუქრდა. ჯილდო იმ მასწავლებლებს გადაეცათ, რომელთა  მოსწავლეებმაც ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს და ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100% -იანი გრანტი მოიპოვეს. პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები გადაეცათ.