ბათუმში, ჯინჭარაძის 12 ნომერში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაშავდა, რომლებიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ქალის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქებას შენობის ფასადის ჩამონგრევა და კორპუსის მიმდებარედ მდგარი ავტომობილების დაზიანებაც მოჰყვა.
ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
ფოტო - "ბათუმელები".