მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები

2017-12-10 00:09:51

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში, დაფიქსირდა უხვი ნალექი თოვლის სახით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მატებისა და 11 დეკემბერს მოსალოდნელი ნალექების გამო 10-12 დეკემბერს მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 10 დეკემბერი +9°C, 11 დეკემბერი 10°C, 12 დეკემბერი +10°C, 13 დეკემბერი +9°C.