დაზიანებული ბინები (photo)

2017-12-09 18:27:10

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია განხორციელდა, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა. დღეს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდა. როგორც გივი კუბლაშვილმა განაცხადა, კეთილმოწყობის სამსახური სამუშაოებს ხვალიდან დაიწყებს. აღდგენითი სამუშაოებისთვის დაახლოებით 300 000 ლარი დაიხარჯება. როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა და უახლოეს პერიოდში  აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ირაკლი ბენდელიანის თქმით, ხუთი ბინა სრულად არის აღსადგენი, ორ ბინას კი მცირე დაზიანებები აქვს.