გერმანიაში ახალგაზრდა ქართველი დააკავეს

2024-01-30 11:24:40

გერმანიაში, პარფიუმერიის მაღაზიაში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქემ სუნამოები და ტანის კრემები მოიპარეს.

ისინი ძვირადღირებული სუნამოებისა და ტანის კრემების დამალვას ქურთუკის შიდა ჯიბეში ცდილობდნენ.

დაცვამ დამნაშავეები ადგილზევე დააკავა და პოლიციას გადასცა.

რუსეთის 40 წლის და საქართველოს 32 წლის მოქალაქემ 459 ევროს 4 სუნამო და 266,50 დოლარის ღირებულების 7 კრემი მოიპარეს. ჩხრეკისას ამოღებული მოპარული ნივთები პოლიციამ მაღაზიას დაუბრუნა.

სამართალდამცავებმა ორივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათზე სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა ერთი - ქურდობისთვის, ხოლო მეორე - გერმანაში უნებართვოდ ყოფნის გამო.