პოლონეთში ორი ქართველი დააკავეს

2024-01-23 11:58:06

პოლონეთში, ქალაქ ურსუსში ქურდობის ბრალდებით ქართველები დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 40 და 47 წლის ქართველებმა 53 000 ზლოტზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ისინი ჯიბის ქურდები იყვნენ. ჩადენილი დანაშაულისთვის მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.