უსახლკაროთა ჰოსტელის აფეთქების შედეგად 1 პირი დაიღუპა

2024-01-19 12:53:58

დუბლინში უსახლკაროთა ჰოსტელის აფეთქების შედეგად 1 პირი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

აფეთქება ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 15:30 საათზე მოხდა. დროებითი განსახლების შენობაში, რომელსაც საქველმოქმედო ორგანიზაცია, დეპაულ ირლანდი მართავდა. მოსახლეობა ევაკუირებულია. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.

დეპაულმა, საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელიც მხარს უჭერს უსახლკარო რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, თქვა, რომ ეს იყო ლოკალიზებული ინციდენტი, რომელიც შემოიფარგლებოდა ერთ ოთახში.

"დღეს ღამით ყველა სერვისის მომხმარებელი ევაკუირებული იქნება შენობიდან და მოიძებნება ალტერნატიული ადგილები. საქველმოქმედო ორგანიზაცია მუშაობს იმისთვის, რომ არავინ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე." - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები და გარლანდი (ირლანდიის პოლიცია). გარდაის განცხადებით, აფეთქების თაობაზე დაწყებულია გამოძიება.