Facebook Messenger-ი შეფერხებით მუშაობს

2017-12-05 16:50:47

ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით Facebook Messenger შეფერხებით მუშაობს. ბრიტანული მედიის-ის ცნობით, სოციალური ქსელის მომხმარებლების უმრავლესობას შეტყობინებების გაგზავნის და მიღების ფუნქცია შეზღუდული აქვთ.
არსებული ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ტექნიკური ხარვეზი 11:15 საათიდან დაფიქსირდა. "მესენჯერის" შეფერხების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
აღსანიშნავია, რომ აპლიკაციით სარგებლობას სხვადასხვა ქვეყანაში ერთი კვირის წინაც ვერ ახერხებდნენ.