თურქეთში მიწისძვრა მოხდა

2024-01-07 16:36:16

თურქეთში, ვანის პროვინციაში, 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მისი სიღრმე 3.7 კმ. იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 11:51 საათზე დაფიქსირდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.