სად რა განათდება საახალწლოდ (ვიდეო).

2016-12-13 21:59:46

რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დღეს დასრულდა. ქუჩების მორთულობისთვის რუსთაველებისთვის უკვე კარგად ნაცნობი განათებებია გამოყენებული, თუმცა არის ახალი დეტალები და კონსტრუქციები. ახალი წლის მოახლოებას ქალაქში ძირითადად ცენტრალურ ქუჩებში იგრძნობთ, უკვე მორთულია შარტავას და მეგობრობის გამზირი, ასევე მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელი მთავარი ხიდი. შედარებით მცირე რაოდენობით განათებები დაამონტაჟეს რამდენიმე პატარა ქუჩაზეც, თუმცა ააიპ "უზრუნველყოფაში" აცხადებენ რომ პატარა ქუჩების ნაწილი კიდევ განათდება. განათებების მონტაჟი უკვე დასრულებულია მთავარ მოედანზე სადაც ნაძვის ხე გუშინ ჩართეს, ნაძვის ხე ძველია თუმცა განსხვავებულად მორთულია, რაც მნახველების დიდ ნაწილს მოეწონა. ამით ქალაქში საახალწლოდ ქუჩების მორთვა არ დასრულებულა, მერიის თანამშრომლები ელოდებიან როდის დასრულდება კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია, როგორც ამბობენ ყველაზე ლამაზი სწორედ ეს ქუჩა იქნება. სავარაუდოდ ახალ განათებებს და კონსტრუქციებს რომლის შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 80 000 ლარი გამოიყო სწორედ ამ მონაკვეთზე განათავსებენ.