ქართული ანსამბლი გერმანულ ნიჭიერში (video)

2017-12-03 22:45:22

ქალაქ ბრემენში, გერმანული ნიჭიერის სცენაზე ქართული ანსამბლი „ხალიბულა“ წარსდგა. ანსამბლის წევრებმა: დავით გოგრიჭიანმა, მამუკა გოგიბერიძემ, ილია კუბლაშვილმა, თორნიკე ახალაიამ, ლაშა ბადაგაძემ და სოსო მახარაძემ მაყურებელს ქორეოგრაფიული ნომერი წარუდგინეს, რომელშიც საბრძოლო ხელოვნების ელემენტები იყო გაერთიანებული. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთაგან ერთ-ერთი, ლაშა ბადაგაძე რუსთაველია. „ხალიბულამ“ სამი ტური გადალახა, ჟურისგან ორი „კი“ და ერთი „არა“ მიიღო და ნახევარფინალში გადავიდა. კონკურსის ნახევარფინალური ეტაპი, რომელშიც ქართველი მოცეკვავეები მიიღებენ მონაწილეობას, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს გაიმართება, რომლის მიმდინარეობის დროს გერმანიაში მყოფ ქართველებს და არა მხოლოდ მათ, შეეძლებათ გულშემატკივრობა. ნახეთ ვიდეო.