სილამაზის კონკურსი ამერიკაში (video)

2017-12-01 22:07:32

სილამაზის კონკურსში დაუნის სინდრომის მქონე გოგონამ გაიმარჯვა. აშშ-ში კერძოდ კი შტატ მინესოტაში სილამაზის კონკურსის გამარჯვებული 22 წლის მიკაილა ჰოლმგრენი გახდა. დაუნის სინდრომიანმა გოგონამ „მის მინესოტა“-ს ტიტული ცეკვისა და ღიმილის გამო დაიმსახურა. მიკაილა ბრძოლას “მის ამერიკა“-სთვის განაგრძობს. გოგონას სილამაზის კონკურსში ადრეც ჰქონდა მიღებული მონაწილეობა, თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შშმ პირებისთვის განკუთვნილ ღონისძიებების ფარგლებს გასცდა და გამარჯვება მოიპოვა. კონკურსში სულ 52 გოგონა მონაწილეობდა. ნახეთ ვიდეო.